ირაკლი ზარქუა: არიან ასეთი გამდიდრებული, გაზულუქებული არასამთავრობოები, რომელთაც აქვთ რაღაც კლანი, შეიკრიბებიან, მიიღებენ გადაწყვეტილებას და წარმოადგენენ

“არის ასეთი გამდიდრებული, გაზულუქებული არასამთავრობოები, რომელთაც აქვთ რაღაც კლანი – 4-5 ორგანიზაციაა ასეთი, რომლებიც შეიკრიბებიან, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და წარმოადგენენ. ჩვენ ვთქვით, რომ ღია და გამჭვირვალე გავხადოთ ეს პროცესი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ, საბოლოოდ, პარლამენტს ღირსეული კანდიდატის შერჩევის შესაძლებლობა ექნება.

“ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი კადრი წარმოადგინოს, ჩვენ დაველოდებით, დარწმუნებული ვარ – 29 სექტემბრამდე გაცილებით მეტი კანდიდატი დარეგისტრირდება და, შესაბამისად, 9-კაციან კომისიასთან გაივლიან პროცედურებს და პარლამენტს მოგვეცემა საშუალება, ღირსეული ავარჩიოთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები