მზია გიორგობიანი საჩხერეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PRDP) ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები მოინახულა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „მოდინახეს ციხესთან“ მისასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ 5220 კვ/მ-ზე დასასვენებელი სივრცეების, საპარკინგე ადგილების, საფეხმავლო ბილიკების, შესაბამისი გარე განათების, გამწვანების, კიბის, წყაროს და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის საერთო ღირებულებაა 827 037 ლარს შეადგენს, საიდანაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის წილი 785 704 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. მზია გიორგობიანმა, დოსითეოს წერეთლის ქუჩის მიმდებარე პარკის კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერა, რომელიც ასევე მრავალფუნქციური იქნება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ყველა თაობის ადამიანზე იქნება გათვლილი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, სამუშაოთა მწარმოებლებთან ერთად, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქალბატონ მზიას პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში 3 პროექტი ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები