სამტრედიის მერი: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამოყოფილი თანხებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას მერია ავრცელებს.

დღეს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე რამდენიმე ლოკაციაზე აკვირდებოდა გზის სამშენებლო სამუშაოებს.

ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ღაღანიძეების უბანში ასფალტბეტონის გზის დასაგებად მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ბეტონის გზისთვის მზადდება 1500 მ-იანი მონაკვეთი დაბლა გომში, მე-4 ქუჩაზე, სადაც კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდთან ერთად 2 მლნ. 650 ათ. ლარს ამ მიმართულებაზე დახარჯავს. სამუშაოები დროშია გაწერილი და ამ ეტაპზე გრაფიკს მივყვებით”, – თქვა დავით ბახტაძემ.

გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლების გომმუხაყრუას და გომნატეხების დამაკვშირებელ გზაზე, სოფელ დაბლა გომში მე-4 გზაზე, დიდ ჯიხაიშში 37- ე და 38-ე ქუჩებზე, სოფელ ტოლებში ეკომიგრანტთა დასახლებაში და ქალაქში, სანაპიროს ქუჩაზე,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები