გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის პარლამენტისა და ქალთა ფორუმის წევრებს შეხვდნენ.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებაში განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.

„გენდერული თანასწორობის კუთხით, საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. სტუმრები დაინტერესდნენ გენდერულ ჭრილში რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე, ასევე, რა გაკეთდა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე და რა შედეგები იქნა მიღწეული. იმედია, შემდეგი შეხვედრისთვის გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე მიღწეულ შედეგებს კიდევ ერთხელ გავუზიარებთ ერთმანეთს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული საბჭოს წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრები: რიმა ბერაძე და მარიამ ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები