გივი მიქანაძე – რუსების შემოსვლაზე: უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროება არაა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა ქვეყანას არ აქვს. დეპუტატის განმარტებით, სხდომის მოსაწვევად კანონითაა გაწერილი საფუძვლები, რომელთაგან ჯერ არცერთი დღის წესრიგში არ დგას.

“უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, თუკი ამისი საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, მოწვეული იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე არ იკვეთება ის კონკრეტული საჭიროებები და სამართალდამცავი უწყებები მაქსიმალურად აკონტროლებენ ამ პროცესებს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება დადგება დღის წესრიგში მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იქნება”, – თქვა გივი მიქანაძემ.

ოპოზიცია კი მოითხოვს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის გამკაცრებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები