რატი იონათამიშვილი: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ კეზერაშვილი გამდიდრდა კრიმინალური ფულით

“ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ დავით კეზერაშვილი გამდიდრდა კრიმინალური ფულით, ანუ მოქალაქეების ძარცვით, რეკეტით და ჩვენი გმირი სამხედროების ხარჯზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის დაშლის შემთხვევაში, პოლარიზაცია დასრულდება.

“შესაბამისად, ვინც მიიჩნევს, რომ ასეთი გზით ნაშოვნი ფულით დაფინანსება არის კარგი, არათუ მისი პრობლემაა, არამედ ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ერთადერთი გავლენა, რაც მის ჩართულობას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაზე შესაძლოა, ჰქონდეს, არის ის, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია არსებობას შეწყვეტს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესები მსგავსად განვითარდება. ეს ძალიან კარგიც იქნება, რადიკალური ოპოზიციის დაშლით შესრულდება 12-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტი, რაც პოლარიზაციის დასასრულს ნიშნავს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები