სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მერიისა და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. აფხაზეთის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ლაგოდეხის მერიისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. ახლადრეაბილიტირებულ ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში, მფრინავის, მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან, აფხაზეთის ომში 150 მოქალაქე იბრძოდა. ოფიციალური მონაცემებით, 15 მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები