გორის მუნიციპალიტეტის მერია ფორუმში „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება” მონაწილეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ფორუმში „ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება” მონაწილეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ესწრება.
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. მათ მოგვცეს ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გორის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია თანამშრომლობს ფორუმის ერთ-ერთ ორგანიზატორთან – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან. უწყება აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით თვითშეფასების დოკუმენტზე მუშაობს. თანამშრომლობის მიზანი, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებაა”, – აღნიშნა ალექსანდრე თარხნიშვილმა.
ღონისძიება, რომლის მიზანიც მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებაა, თვითმმართველობების, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში” პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის, Bread for the World-ის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები