ბოლნისის მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემის დღიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა, სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. აფხაზეთის ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა.

„29 წლის წინ, 13-თვიანი ომის შემდეგ, ქალაქი სოხუმი დაეცა და ამ მოვლენამ ჩვენს გულებში დიდი სიცარიელე და ტკივილი დატოვა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3 გმირულად დაიღუპა, 14 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ დაკარგული მეომრებიდან ერთ-ერთის, ლევან მემანშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გასულ წელს მოხდა. ამ მეომრების თავდადებას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დღეს სწორედ მათ მივაგებთ პატივს და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ამ გმირების ხსოვნა მომავალ თაობებსაც გადავცეთ”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები