ავთანდილ თალაკვაძე: მჯერა, ოკუპაცია დასრულდება და ერთიან, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას შევძლებთ

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში – გიორგი ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას; კიდევ ერთხელ გამოვხატეთ თანაგრძნობა მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.
საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია! მჯერა, რომ ოკუპაცია დასრულდება და ერთიან, განვითარებულ და ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას შევძლებთ”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

სოხუმის დაცემის დღიდან დღეს 29 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები