ირაკლი კობახიძე ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას შეეხო.
„საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ჩვენს კოლეგებს – ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს გავაცანით, თუ როგორ მიმდინარეობს თორმეტი პუნქტის შესრულება. ამასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში წარვადგინეთ, ამასთანავე, შევეხეთ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხს”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ.