ვახტანგ გომელაური: მე ძალიან კარგად მახსოვს სოხუმის დაცემის დღე, 17 წლის ვიყავი მაშინ, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო სრულიად საქართველოსთვის

ქედს ვიხრი გმირების, ამ ადამიანების წინაშე, რომელთა გვარებიც ამ კედელზე ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, ნამდვილად გმირები არიან ისინი, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერმინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, მას ძალიან კარგად ახსოვს სოხუმის დაცემის დღე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაღუპულებს შორის არიან მისი ბიძაშვილი და სხვა ნათესავებიც.

„დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა სრულიად საქართველოსთვის, 29 წელი გავიდა ნამდვილად 93 წლის 27 სექტემბრიდან. მე ძალიან კარგად მახსოვს სოხუმის დაცემის დღე, 17 წლის ვიყავი მაშინ, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო სრულიად საქართველოსთვის. ქედს ვიხრი გმირების, ამ ადამიანების წინაშე, რომელთა გვარებიც ამ კედელზე ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, ნამდვილად გმირები არიან ისინი. აქ ჩემი მეგობრებიც არიან, ბიძაშვილიც არის, ნათესავებიც არიან და ყველას დიდი მადლობა, რომ იცავდნენ ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები