დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 13 პირის მიმართ დაიწყეს, მათ შორის 2 პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების 1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.
“გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთები დაყადაღებულ იქნა.
აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე ვადით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.