„ხელოვანი – საბჭოთა სისტემის ტრაგიკული პერსონაჟი“ – შორენა ლებანიძის საჯარო ლექცია

30 სექტემბერს, 18.00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება შორენა ლებანიძის საჯარო ლექცია – „ხელოვანი – საბჭოთა სისტემის ტრაგიკული პერსონაჟი“.
„1921 წლიდან ბოლშევიზმის იდეოლოგიის გაბატონებამ ზეგავლენა მოახდინა ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ყოფიერებაზე, მათ შორის – კულტურასა და ლიტერატურაზე.
1920-30-ანი წლებიდან ხელოვნებაში დამკვიდრებული მოდერნისტული ტენდენციები საბჭოთა დიქტატურის იდეოლოგიური პრინციპებით განვითარდა; ევროპული იდეოლოგია კი საბოლოოდ განიდევნა. ლიტერატურამ ზუსტად აირეკლა ეპოქის კრიზისი – სკეპტიციზმი, ნიჰილიზმი. ქართველი მწერლების საეტაპო ტექსტები არაერთხელ დასახიჩრებულა ცენზურის მხრიდან.
ტოტალიტარული სისტემის მკვეთრი თვისებაა, თავის სამსახურში ჩააყენოს, დაიმორჩილოს და წინააღმდეგობის შემთხვევაში გაანადგუროს ხელოვანი.
იდეოლოგიისთვის მიუღებელი ხელოვანების შემოქმედებითი გზა, ამ პერიოდში, ნამდვილ გოლგოთად იქცა. საბჭოთა სისტემის მსხვერპლი არა მარტო ხელოვანები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლებიც ხდებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მისამართი: თბილისი. კ. მარჯანიშვილის ქ. N4.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები