დავით ქართველიშვილი: ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი – „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას „ფეისბუქ“-სტატუსს ეხმიანება, რომელიც ამბობს, რომ დავით კეზერაშვილთან პარტნიორობს და მომავალშიც იპარტნიორებს.

მისი თქმით, ჯერჯერობით ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი – „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს.

„შეცვალა თუ არა დავით კეზერაშვილმა ამ ეტაპზე სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ჩვენი ცხინვალელი სეპარატისტების დიდი მეგობარი და მფარველი, ლЯკას დამფინანსებელი, ვალერი აბისალოს ძე გერგიევი – დადასტურებით უცნობია. ჯერჯერობით ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი – „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს…“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები