გიორგი კეკელიძე: გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ

მძიმე დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებთან წელიწადზე მეტხნიან ბრძოლაში, რომლის კუდებსაც ახლა ვუღებ ბოლოს, კარგად მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

კეკელიძე თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათ გაცილებით ძლიერი დაუბრუნდება.

„მძიმე დეპრესიასა და შფოთვით აშლილობებთან წელიწადზე მეტხნიან ბრძოლაში, რომლის კუდებსაც ახლა ვუღებ ბოლოს, კარგად მივხვდი რა განუსაზღვრელი ძალა აქვს სიტყვას. ამ ომზე, სასოწარკვეთაზე, ტკივილზე, ტანჯვაზე, ფსკერზე ოდესმე აუცილებლად დავწერ. დავწერ იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა იბრძვის და იმედი სჭირდება – სიტყვა სჭირდება, უბრალო და ყველაზე დიდი. ახლა კი მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ; ხალხს, ვინც ქუჩაში მხვდებოდა ან აქ, სოციალურ ქსელში მიცვლიდა ორიოდ სიტყვას. მე ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, მაგრამ გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ. ეს მადლობა გარდაუვლად უნდა მეთქვა“, – წერს გიორგი კეკელიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები