თეა წულუკიანი: არ ვარ მეცნიერი, მაგრამ შემიძლია, ვმართო პროცესი, როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი არის დაკარგული

ექსპონატების დიდი რაოდენობა გამქრალია, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„არის სხვა ექსპონატები, ასეულობით, რომლებიც არ არის ადგილზე, მაგრამ ვიცით, სად შეიძლება, იყოს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც საელჩოში გაიგზავნა, თვის დროზე. შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ მათ დაბრუნებას, ვაბრუნებთ და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა კეთილსინდისიერი ელჩის თანმიმდევრობაში ეს ექსპონატები იქნა შემონახული და სრულად ბრუნდება. ზოგჯერ, სრულად ვერ ბრუნდება, მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ გამქრალია, აქ ვგულისხმობთ არა იმას, რომ ვიცით, სად შეიძლება, ვეძებოთ, არამედ არც კი ვიცით, სად ვეძებოთ. ვიცით, რომ მუზეუმში არსებობდა და კვალი იკარგება.

მესმის, როდესაც ხარ ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელობაში, შეიძლება, რაღაცებზე ხმამაღლა საუბარი არ გინდოდეს, მაგრამ, როდესაც საზოგადოებას ესმის, რომ ზოგიერთი კადრის გათავისუფლება ხდება, მინისტრი არ არის კომპეტენტური, ამ მინისტრმა კარგად იცის პოლიცია, იუსტიცია და ციხე, მაგრამ არ იცის მუზეუმი, რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ფაქტებით. მე არ ვარ მეცნიერი, არც პალეონტოლოგი, არც პალინოლოგი, მაგრამ შემიძლია, ვმართო პროცესი, ხოლო როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი არის დაკარგული“, – განაცხადა წულუკიანმა

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები