მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ევროპელი კოლეგები კარგად ხედავენ, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გვქონდეს პროგრესი 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით

ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ძალიან კონკრეტული გზამკვლევი – გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც არის შეთანხმება იმისთვის, რომ საქართველო ამ რეფორმების შესრულების გზით, გახდეს თავსებადი ევროკავშირის ქვეყნებთან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა გვაქვს ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ შემოგვთავაზა და სადაც ხაზგასმულია ის პრიორიტეტები, რაც საქართველოს სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს საკითხები ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან როგორც სტრასბურგში, ისე ბრიუსელში და ასევე თბილისში შეხვედრების ფარგლებში. ისინი კარგად ხედავენ, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გვქონდეს პროგრესი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები