მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა მოხდა ზუსტად ისე, როგორც უკრაინისა და მოლდოვასთვის

საქართველო არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რა პოლიტიკის ნაწილი არის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რა პოლიტიკის ნაწილი გახდა უკრაინა და მოლდოვა ივნისის გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ივნისის გადაწყვეტილება ნამდვილად იყო ისტორიული გადაწყვეტილება. სამივე ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივა გაიხსნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე ეტაპზე იყოს საქართველო რა ეტაპზეც იქნება უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგრამ ამ მომენტში მთავარია – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასე ვთქვათ, ისტორიული გარდატეხა ევროკავშირის პოლიტიკაში საქართველოსთვის მოხდა ზუსტად ისე, როგორც უკრაინასა და მოლდოვასთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები