„კახეთის მატარებელი“ – მიშა გომიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კინოჩვენება გაიმართება
კინოაკადემიის ინფორმაციით, კინოჩვენება ეძღვნება მსახიობ მიშა გომიაშვილის ხსოვნას, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს.
ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მიშა გომიაშვილმა მიიღო მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი – მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ფილმი ნაჩვენები იყო მრავალ საერთაშორისო კინოფესტივალზე. სცენარი შექმნილია არჩილ ქიქოძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
სცენარის ავტორები არიან: ლალი კიკნაველიძე, არჩილ ქიქოძე, მიხო მოსულიშვილი.

ფილმის „კახეთის მატარებლის” ჩვენება ეძღვნება მიშა გომიაშვილის ხსოვნას.
ფილმის პოსტპროდუქცია დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ.
ფილმის პოსტპროდუქცია დაფინანსებულია ეროვნული კინოცენტრის მიერ.