ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილეთ

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განიხილეს.

“კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები