აზარაშვილი განმარტავს, რატომ გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი:
„2020 წლამდე, დაახლოებით, 440 ათასი სოციალურად დაუცველი გვყავდა ბაზაში და 200 000-ზე მეტი სწორედ მორატორიუმის გამო დაემატა. დასაქმების პროგრამის დაწყების ძირითადი მიზეზი კი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების, დასაქმების კუთხით გააქტიურებაა. ვეხმარებით მათ, რომ თავისი შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და უნარები, რაიმე სახით, აიმაღლონ. თუ ადამიანი, ჩვენი შეთავაზებიდან ერთ-ერთს აირჩევს, 4 წლის განმავლობაში მას და მის ოჯახს არ გადავამოწმებთ, ხოლო ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებებიდან ნებისმიერზე, მაშინ უკვე, 2023 წლის 1-ელი მარტიდან გვექნება სამართლიანი და სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენ მათი სოციალური მდგომარეობა გადავამოწმოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.