მაკკეინი ამერიკის მთავრობას სირიელი ,,ბოევიკების“ პოზიციების განადგურებას სთხოვს
ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯონ მაკკეინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი ობამა. მაკკეინის აზრით, ამერიკა ძალიან პასიურ პოლიტიკას ატარებს აღმოსავლეთში, კერძოდ, სირიელი „ბოევიკების“ წინააღმდეგ. მისი მოთხოვნით, ამერიკის ავიაციამ დაუყონებლივ უნდა განახორციელეოს წერტილოვანი დარტყმები სეპარატისტების პოზიციების მხარეს და მოახდინოს მათი სამხედრო არსენალის ლიკვიდაცია.
ტელეკომპანია ,,სი-ენ-ენის“ ეთერში კვირას გამოსვლის დროს არიზონის შტატის სენატორმა ჯონ მაკკეინმა გააკრიტიკა პრეზიდენტის პოლიტიკა, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო, რის შედეგადაც ამერიკამ რეგიონში ლიდერის პოზიცია დათმო.