გორლოვკის ქიმიური ქარხნების დაბომბვამ შესაძლოა უკრაინაში ქიმიური კატასტროფა გამოიწვიოს
უკრაინის არტილერიის მიერ ქალაქ გორლოვკის ქიმიური კონცერნი ,,სტიროლის“ დაბომბვამ შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს არა მარტო უკრაინაში, არამედ ბელორუსსა და რუსეთშიც. არ არის გამორიცხული, რომ დაბომბვის შედეგად ქიმიური ნივთიერებები წყალსატევებში გაიჟონოს. მოსალოდნელი კატასტროფის შედეგებზე კვირას კონცერნის პრესმდივანმა პაველ ბრიკოვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამრეწველო ობიექტი არაერთხელ დაიბომბა ,,გრადის“ ტიპის სარაკეტო დანადგარებით, ასევე – მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით.