ირანში მომხდარ ავიაკატასტროფას ათი ადამიანი გადაურჩა

  ირანში მომხდარ ავიაკატასტროფას ათი ადამიანი გადაურჩა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ირნა” ავრცელებს.
თუმცა, მანამდე ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა გამოაცხადა, რომ კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვი და 8 ეკიპაჟის წევრი. თვითმფრინავში სულ 48 ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თვითმფრინავმა მართვის კონტროლი დაკარგა და საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. სამგზავრო თვითმფრინავი ავიაკომპანია “სეპახან ეარს” ეკუთვნოდა. თვითმფრინავი რეისს თეირანიდან ტაბასისის მიმართულებით ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის პილოტი უკრაინელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები