სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები მანქანებს აყადაღებენ

სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლები, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მოძრავ ქონებას აყადაღებენ. საუბარია ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებულ სამ ავტომობილზე.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, დაყადაღებული ქონების ამოღების პროცესი უკანონოა, ვინაიდან სასამართლო განჩინებაში ქონების ამოღების შესახებ ჩანაწერი არ არსებობს. სუს-ის თანამშრომლების განმარტებით კი, მათ მიერ ჩატარებული მოქმედებები სამართლებრივ სტანდარტებს შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები