გია ვოლსკი: პრემიერმა ზუსტი შეფასებები გააკეთა – ჩვენი დასავლური კურსის საფუძველი, წინაპირობა და აუცილებლობა იყო გამოკვეთილი ამ გამოსვლაში

პრემიერის გამოსვლა, ის საკვანძო საკითხები, რაზეც მან ისაუბრა, საყურადღებოა არა მარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, პოლიტიკური სივრცისთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„პრემიერმინისტრმა ზუსტი შეფასებები გააკეთა. ჩვენი დასავლური კურსის საფუძველი, წინაპირობა და აუცილებლობა იყო გამოკვეთილი ამ გამოსვლაში. ამას გარდა, საგანგებო მნიშვნელობის თემებია საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მსოფლიოს ინტერესი, შეინარჩუნოს საქართველოში სტაბილურობა და უსაფრთხოება, რამეთუ ეს ერთადერთი ალტერნატიული სატრანზიტო დერეფანია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი, ერთი მხრივ, საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის არამარტო რეგიონს უკრაინაში შეჭრის გამო, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებს უპირისპირდება. ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა, ის საკვანძო საკითხები, რაზეც მან ისაუბრა, საყურადღებოა არამარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, პოლიტიკური სივრცისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები