ორთვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში დღეს შეხვედრა გაიმართება
ორთვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
მოლაპარაკებების მთავარი თემა საქართველოს იმ 3 მოქალაქის გათავისუფლებაა, რომელიც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება.
ასევე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო სამუშაოებიც.
შეხვედრა ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში 11:00 საათზე დაიწყება.