„ვიცი, ბევრს ცრემლს მოგგვრით ეს პოსტი… დიდი ძებნის შემდეგ ორივე ვიპოვე“ – თამარ მოლაშვილი აფხაზეთის ომის დროს დევნილ ოჯახზე

ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომის დროს გადაღებული ქართველი ჯარისკაცის ფოტოს ავრცელებს, რომელსაც 1 წლის გოგონა სვანეთის მთების გავლით სამშვიდობოს გადაჰყავს.

როგორც მოლაშვილი წერს, მან ფოტოზე გამოსახული მამა-შვილის ვინაობა დაადგინა და აღნიშნავს, რომ ომის დამთავრების შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

„არის! არის! არის! დიდი ძებნის შემდეგ ორივე ვიპოვე. ფოტო საკენშია გადაღებული. მეომარი, რომელსაც ერთი წლის გოგო სვანეთზე გადმოჰყავს, სულხან წურწუმიაა.

სამწუხაროდ, ბატონი სულხანი ორი წლის უკან გარდაიცვალა, იანვრის თვეში. დავაგვიანე. უკეთილშობილესი, ნამდვილი მეომარი და ადამიანთ მოყვარული.

ბავშვი სოხუმელი ნინი ჯალიაშვილია, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 27 სექტემბერს ერთი წლის შესრულდა. 27 სექტემბერს 30 წლის გახდება.

ომის დამთავრების შემდეგ ოჯახი ამერიკაში წავიდა. იქ ცხოვრობს. ძალიან ბედნიერი ვარ.

გოგა შარაშენიძე, გმადლობთ ამ ფოტოსთვის.  შენ ისტორიის დიდი ემოცია ჩადე ამ ფოტოში. ყველას მადლობა, ვინც გამომეხმაურა, დამეხმარა.

და ბოლოს, მაინც მადლობა ჩემ თავსაც, რომელიც მიზნის მიღწევამდე არასოდეს ჩერდება. ვიცი, ბევრს ცრემლს მოგგვრით ეს პოსტი… ყველა აცრემლებული ადამიანი მიყვარხართ!“, – წერს თამარ მოლაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები