თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა გაიმარჯვა
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 52% მიიღო.
ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა ექმელედინ ისხანოღლუმ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 38 % მიიღო, მესამე კანდიდატმა სელიახატინ დემირტაშმა კი – 9,8%.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 2003 წლიდან იკავებდა. ქვეყნის კონსტიტუციით, ერდოღანს თურქეთის პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთი ვადით დარჩენის უფლება არ ჰქონდა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირობა დადო, რომ ცვლილებებს განახორციელბს ქვეყნის კონსტიტუციაში, რათა პრეზიდენტს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდეს.
თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 28 აგვისტოს გაიმართება.