დაკავებულთა ჯგუფი მოქალაქეებს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებით აშანტაჟებდა (ვიდეო)

  შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებიების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1976 წელს დაბადებული ნამიკ ხ, 1975 წელს დაბადებული ალიხარ ი, 1981 წელს დაბადებული რადა ბ. და 1983 წელს დაბადებული ინარა ი. გამოძალვის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვის, გამოყენების და გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას უკანონოდ მოიპოვებდნენ, შემდეგ კი აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებისა და გავრცელების მუქარით, მათ ფულს სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა ნამიკ ხ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 5 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. რადა ბ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ვიდეო და აუდიოჩამწერი აპარატურა, რომლითაც ბრალდებულები მოქალაქეების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ჩაწერას აწარმოებდნენ. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=r3J8RO3OHFE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები