სამტრედიაში პეინტბოლის ტურნირი ჩატარდა

პეინტბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე, პეინტბოლში ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი იღებდა. გამარჯვება გუნდმა ,,ფალავანი” მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდი, რომლისთვისაც ფულადი პრიზი იყო დაწესებული, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

“ჩემპიონატი საკმაოდ დიდი ჩართულობით გამოირჩევა. ტურნირში 70-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. პეინტბოლის ფედერაციასთან ერთად არაერთი საინტერესო ჩემპიონატის გამართვას ვგეგმავთ”, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

პირველადგილოსანი გუნდი მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები