მამუკა მდინარაძე – ლარსის საცობზე: ისტერიკას ტეხენ ადამიანები, რომელთა ლიდერი და ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს

ვერ აკონკრეტებთ, აქედან მეტი მანქანა გადის თუ იქიდან მეტი შემოდის, რაღაც ვიზუალურად ავტომანქანების საცობი იქნა გადაღებული და ახლა ამაზე უნდა დავაწესოთ რეგულაციები. ასეთი სერიოზულობის არის ყველა ის ტალღა, რომელიც ამ რუსულთან დაკავშირებულ ისტერიკას ეხება და ამ დროს ამ ისტერიკას ტეხენ ადამიანები, რომელთა ლიდერი და ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა გაზრდილია.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს ისტერიკა ხელს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს, რათა საქართველო დაზიანდეს.

“ნაცმედიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეგულაციებს ითხოვდნენ, როდესაც ომი დაიწყო და თითქოს წაგვლეკეს რუსებმა- აღმოჩნდა ტყუილი. შემდეგ უკვე რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის 10% საქართველოში დარჩაო – აღმოჩნდა ტყუილი, შემდეგ ფორმულირება გამოიტანეთ ასეთი, რომ რამდენიმე ათასეული რუსული ბიზნესი დარეგისტრირდაო – ეს ბიზნესი აღმოჩნდა ინდმეწარმეები, ძალიან ცოტა შპს და ეს ბიზნესების დარეგისტრირება და ამუშავება საქართველოში აღმოჩნდა ტყუილი. ახლა მეოთხე ტალღაზე უნდა გიპასუხოთ, თან ვერ აკონკრეტებთ, აქედან მეტი მანქანა გადის თუ იქიდან მეტი შემოდის, რაღაც ვიზუალურად ავტომანქანების საცობი იქნა გადაღებული და ახლა ამაზე უნდა დავაწესოთ რეგულაციები. ასეთი სერიოზულობის არის ყველა ის ტალღა, რომელიც ამ რუსულთან დაკავშირებულ ისტერიას ეხება და ამ დროს ამ ისტერიას ტეხენ ადამიანები, რომელთა ლიდერი და ბელადი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, რომელმაც 2008 წლის შემდეგ, რუსეთის შემოჭრისა და საქართველოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, სავიზო რეჟიმი გაუუქმა რუსებს. ამ ადამიანის ლიდერობით არის ეს ისტერია ატეხილი და ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ საცობი რომ შეიქმნა ლარსზე, ამასთან დაკავშირებით შემოვიღებთ თუ არა რეგულაციებს.
ყველაფერი, საბოლოოდ, იმას ემსახურება, რომ ამ ანტირუსული ისტერიის ფონზე და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ასეთი აჟიტირებული კამპანიების ფონზე, ჩვენ რაღაც პასუხები თავის მართლების რეჟიმში გაგცეთ, მაგრამ თავის გასამართლებელი არაფერია, არაფერი ხდება ისეთი, რასაც არ აკონტროლებს ქართული სახელმწიფო, უსაფრთხოების სამსახურები და არაფერი ხდება ისეთი, რასაც ასეთი ისტერია შეიძლება სჭირდებოდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები