თამთა მეგრელიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაესვა წერტილი პარლამენტის შენობაში “შესეირნებისა” და შენობა-ნაგებობის ბლოკირების ილუზიას

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაესვა წერტილი პარლამენტის შენობაში “შესეირნებისა” და შენობა-ნაგებობის ბლოკირების ილუზიას, – ამის შესახებ თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მაქარაშვილის, კაჭარავასა და ბერძენიშვილის სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 1-ელ სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ – პროტესტის ისეთი ფორმები, როგორიცაა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე დაჯდომა, პოლიციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ცალსახად საზოგადოებრივი წესრიგის ისეთ დარღვევას წარმოადგენს, რაც სცილდება მცირე მნიშვნელობის უწესრიგობის ფარგლებს.
ამასთან, უგულებელყოფს დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელების გათავისუფლების მიზნით მართლზომიერი იყო.

ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაესვა წერტილი პარლამენტის შენობაში “შესეირნებისა” და შენობა-ნაგებობის ბლოკირების ილუზიას.
გადაწყვეტილება, თეთრზე შავით საზეპიროა რადიკალური ოპოზიციისათვის”, – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები