ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი და არამუდმივი წევრების რაოდენობის გაზრდას

U.S. President Joe Biden addresses the 77th Session of the United Nations General Assembly at U.N. Headquarters in New York City, U.S., September 21, 2022. REUTERS/Brendan McDermid

აშშ მხარს უჭერს გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი და არამუდმივი წევრების რაოდენობის გაზრდას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღნიშნულის შესახებ CNN-ი წერს.

„აშშ მხარს უჭერს [უშიშროების] საბჭოს როგორც მუდმივი, ასევე არამუდმივი წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდას. ეს მოიცავს მუდმივ ადგილებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ – მუდმივი ადგილები აფრიკის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებისთვის. დადგა დრო, რომ ეს ინსტიტუტი გახდეს უფრო ინკლუზიური, რათა უკეთ ვუპასუხოთ დღევანდელი მსოფლიოს საჭიროებებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა თანმიმდევრულად უნდა დაიცვან გაეროს წესდება და თავი შეიკავონ ვეტოს გამოყენებისგან, გარდა იშვიათი საგანგებო სიტუაციებისა, რათა უზრუნველყონ საბჭო სანდოობა და ეფექტურობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები