როგორ ატარებს შვებულებას ბარაკ ობამა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ორკვირიან შვებულებაში გავიდა. პრეზიდენტი შვებულებას მეუღლესთან მიშელ ობამასთან და უფროს ქალიშვილთან ერთად გაატარებს. ბარაკ ობამამ დასასვენებლად, ოჯახის წევრების გარდა კიდევ ძაღლი „ბოც“ წაიყვანა. აშშ-ს პრეზიდენტი შვებულებას ატლანტის ოკენის სანაპიროზე, მასაჩუსეტის სანაპიროზე, კუნძულ მარტას-ვინიარდში გაატარებს. ბარაკ ობამა, შვებულებაში გასვლისთანავე, ნახევარი საათის შემდეგ გოლფის სათამაშოდ წავიდა.
როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაცის პრესსამსახური იუწყება, აშშ -ს პრეზიდენტმა 17 აგვისტოს შვებულება დროებით უნდა შეწყვიტოს და ვაშიგტონში უნდა დაბრუნდეს. პრეზიდეტს თეთრ სახლში სამუშაო შეხვედრები აქვს ჩანიშნული. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის პირველი პირი ისევ მარტას-ვინიარდსი დაბრუნდება, სადაც დასვენების დღეებს 24 აგვისტომდე გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამა პრეზიდენტის რანგში, შვებულებას კუნძულ მარტას-ვინიარდზე უკვე მეხუთედ ატარებს.