„პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია“ – ოლაფ შოლცი

პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ სასოწარკვეთის აქტია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთი ვერ მოიგებს ამ დანაშაულებრივ ომს. თავიდანვე პუტინმა სათანადოდ ვერ შეაფასა სიტუაცია – უკრაინაში წინააღმდეგობის გაწევის ნება და მათი მეგობრების ერთიანობა“, – წერს გერმანიის ლიდერი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.

ამასთან, კრემლის ლიდერის მტკიცებით, დასავლეთი რუსეთს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს, თუმცა, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად რუსეთი მზად არის, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები