ირანში ქალები ჰიჯაბებს წვავენ – საპროტესტო აქციები უფრო და უფრო მასშტაბური ხდება (ვიდეო)

ირანში საპროტესტო აქციები უფრო და უფრო მასშტაბური ხდება.  “ჰიჯაბის კანონის” გამო გარეთ გამოსული ქალები თავსაბურავებს წვავენ და პროტესტის ნიშნად საჯაროდ იჭრიან თმას.

მედიის ინფორმაციით, ისლამურ რესპუბლიკაში აქციებზე უკვე სამი ადამიანი დაიღუპა და პოლიცია ცეცხლსასროლ იარაღი იყენებს.

დემონსტრაციების მიზეზი ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალება გახდა. ახალგაზრდა ქალი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააკავა. დაპატიმრებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.
თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გულის შეტევა დაემართა, რასაც გარდაცვლილის მამა უარყოფს. ის ამბობს, რომ შვილს ფეხებზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები