ღვინო, დუდუკი, ქალები… რაზე წერდა ლექსებს შაჰ აბას I ?!

შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ქართველთათვის ავადსახსენებელი ირანის მრისხანე მბრძანებელი შაჰ აბას I ”დიდი” ლექსებს წერდა. ამასთან, რაც ყველაზე აღსაღნიშნავია, შაჰი დარდიმანდულ-სატრფიალო ჟანრის ლექსების შემოქმედად გვევლინებოდა. აქვე წარმოგიდგენთ შაჰ აბას I -ის შემოქმედების ორიოდე ნიმუშს:

”წაიღო შენმა სიყვარულმა გული და სული გავხსენი მკერდი, სასიკვდილოდ ვარ განწირული. არც რაობა ვარ, არც ვეკუთვნი არარაობას, არც მორწმუნე ვარ, არც ურწმუნო, ვარ დატანჯული. თუ ურწმუნო ვარ, ანაფორა სად არის ჩემი, და თუ მორწმუნე _ ნეტავ ჩემი რა იქნა რჯული? არა, არც ერთი აღარა ვარ, განვუდექ ყოველს, მომედო ცეცხლი სიყვარულის, ვარ კერპთმსახური. რამდენი დღეა, დავრდომილი დავდივარ ასე, რამდენი დღეა, მოთმინება მაქვს დაკარგული. აბას, წაიღო შენი სული ქარცეცხლმა ტრფობის, წამებას შენსას აღარ უჩანს აწ დასასრული”.

”ჩვენში ღვინო ვინა სვას, ჩვენში სისხლის სმა არის, ჩვენში სიტყვა ვინა თქვას, ჩვენში სიტყვა ქვა არის. ვიღას უნდა მუტრიბის ახლა ბაიათები, უტკბილესი ჰანგები ახლა თოფის ხმა არის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები