“ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს” – პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებაზე
„ომის 210-ე დღეს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება გვიჩვენებს, თუ როგორ მიდის ყველაფერი „გეგმის მიხედვით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა.
„რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, საბოლოოდ მიიღეს: 1. მობილიზაცია. 2. ჩაკეტილი საზღვრები, საბანკო ანგარიშების დაბლოკვა. 3. დეზერტირებისთვის დაპატიმრება. 4. სპეციალური რაზმები. ყველაფერი ისევ გეგმის მიხედვით მიდის, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს“, – წერს პოდოლიაკი.