დიეგო მარადონამ ჟურნალისტს გაულაწუნა

მსოფლიო ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო მარადონა კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ჟურნალისტების შემოსევით გაბრაზებულმა მარადონამ, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მარადონა თეატრში მიდიოდა თავის მეგობარ ვერონიკა ოხედასთან და შვილთან დიეგო ფერნანდოსთან ერთად, როდესაც მის ავტომობილს ჟურნალისტების დიდი რაოდენობა შემოეხვია და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მარადონამ რამდენჯერმე მოსთხოვა ჟურნალისტებს ჩამოსცლოდნენ და თავი დაენებებინათ. მისი მოთხოვნის უგულებელყოფის შემდეგ დიეგო ავტომობილიდან გადმოვიდა და ერთ-ერთ ჟურნალისტს სახეში გაარტყა. მსგავსი ფაქტი გასულ წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალისტი უნებართვოდ ცდილობდა დიეგოსა და მისი ვაჟის გადაღებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები