ბექა ოდიშარია Startup Georgia-ს თავმჯდომარეს, ლაშა გორგოშიძეს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია Startup Georgia-ს თავმჯდომარეს, ლაშა გორგოშიძეს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქართული ინოვაციური და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობები, ქართველ სტარტაპერებსა და დიასპორელ ინვესტორებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები. ისაუბრეს ქართული ტექნოლოგიური პროექტების საერთაშორისო საინვესტიციო პოტენციალის საპარლამენტო მხარდაჭერის თაობაზე.

„აქტიური და ხშირია ჩვენი საქმიანი ურთიერთობები ახალ ტექნოლოგიებსა და სტარტაპებში ჩართულ ახალგაზრდებთან და სხვადასხვა პლატფორმასთან. გავიცანი ახალი ძალიან საინტერესო იდეები და ის შესაძლებლობები, სადაც საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება შეიძლება დაეხმაროს ახალგაზრდებს. სწორედ „ქართული ოცნების’ ხელისუფლების პირობებში მოხდა ამ სექტორის განვითარება. ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი ინტელექტუალური ბიზნესის განვითარებაზე და სტარტაპერები არიან სწორედ ის ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გაზარდონ ქართული ეკონომიკა”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები