დონბასში, ასევე, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით პუტინი მოსახლეობას მიმართავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში რუსეთთან მიერთების შესახებ დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსახლეობას დღეს მიმართავს.

ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს.

როგორც ცნობილი ხდება, ე.წ. რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.

ამასთან, 23 სექტემბერს ე.წ. კენჭისყრა საარჩევნო უბნებზე გაიმართება, ხოლო დასახლებებში, სადაც უბნები გახსნილი არ არის – 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები