პენტაგონი უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

პენტაგონში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, ჯავშანტექნიკა „უკრაინელებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობების სფეროა“.

მისი თქმით, უკრაინული ძალები ახლა, ძირითადად, საბჭოთა ტიპის ტანკებს ეყრდნობიან.

”მაგრამ, როგორც ვთქვი, როდესაც ჩვენ ვაფასებთ უკრაინის გრძელვადიან საჭიროებებს, ჩვენ გვესმის, რომ დადგება დღე, როდესაც მათ შესაძლოა, მოინდომონ გადასვლა და შესაძლოა, დასჭირდეთ ნატო-სთან თავსებად მოდელებზე გადასვლა”, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საკითხი “მაგიდაზეა, სხვა სფეროებთან ერთად”.

„ჩვენ ვუყურებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მთლიანობაში და ვფიქრობთ მომავალზე, რა შესაძლებლობები დასჭირდებათ მათ და როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებს და ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ უკრაინას ამ შესაძლებლობების განვითარებაში“, – დასძინა პენტაგონის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები