Air Moldova ოქტომბრიდან თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს გეგმავს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, Air Moldova ოქტომბრიდან თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
ნოემბრიდან, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები