მამუკა მდინარაძე: ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია

ჩვენ მხარს დავუჭერთ ლევან იოსელიანის ინიციატივას, რომ პარლამენტში ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა იყოს ღია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის სხდომაზე განხილულ სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

„კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩევიან ხვალ, საუბარია იმ კანდიდატებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მესამე საკითხი იყო რეგლამენტში ცვლილებები. ევრორეკომენდაციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხზეა საუბარი, საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მათ შორის საპროცედურო კომიტეტმა იმუშავა, შევა არაერთი ცვლილება. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა. ამ საკითხს ხვალ დავაყენებ. შემდეგი საკითხი იყო ასევე ევრორეკომენდაცია, საუბარი სტრასბურგის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და აქაც პრინციპში თითქმის ყველა შენიშვნა „ენჯეო“ სექტორიდან იქნა გათვალისწინებული და უამრავი ცვლილება შედის შესაბამის კანონში. ამასთან, პარასკევს იქნება ინტერპელაცია ჯანდაცვის მინისტრთან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები