ლიეტუვაში შესაძლოა, ბელარუსის მოქალაქეებიც არ შეუშვან

რუსეთის მოქალაქეების მსგავსად, ლიეტუვამ შესაძლოა, ქვეყანაში ბელარუსის მოქალაქეებიც არ დაუშვას.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ განაცხადა.

ამის შესახებ Kauno diena წერს.

„ეს საკითხი განიხილება, მიმდინარეობს დისკუსიები და, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში გარკვეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ძალიან ნათლად ვხედავ, რომ ბელარუსის რეჟიმიც მონაწილეობს საომარ მოქმედებებში, ახორციელებს ჰიბრიდულ თავდასხმას არალეგალური მიგრანტების გამოყენებით ლიეტუვის წინააღმდეგ. ვფიქრობ, არის ძალიან სერიოზული არგუმენტები ამ გადაწყვეტილების მიღების სასარგებლოდ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საუბარია შეთანხმებებზე „რეგიონულ და ევროპულ დონეზეც“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები