არჩილ თალაკვაძე – რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შესაძლო კოალიციაზე: დიდი ხანია, ვიცით, რომ გაერთიანებულები არიან; სხვადასხვა სახელი რომ დაირქვეს, ეს მორიგი თვალთმაქცობა იყო

ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, რომ ესენი გაერთიანებულები არიან, სხვადასხვა სახელი რომ დაირქვეს, ეს მორიგი თვალთმაქცობა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მათ უბრალოდ როლები აქვთ განაწილებული: ერთი პარლამენტის წინ აზომვებითაა დაკავებული, მეორე დესტრუქციული განცხადებებით, ხოლო მესამე –  ევრორეკომენდაციების საბოტაჟით.

„ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, რომ ესენი გაერთიანებულები არიან, სხვადასხვა სახელი რომ დაირქვეს ეს მორიგი თვალთმაქცობა იყო. მათ უბრალოდ როლები აქვთ განაწილებული: ერთი პარლამენტის წინ აზომვებითაა დაკავებული, მეორე დესტრუქციული განცხადებებით და მესამე ევრორეკომენდაციების საბოტაჟით, ახლა ამ ყველაფერს შეაერთებენ და სამივე იქნება სამივე როლით დაკავებული, ეს არის მხოლოდ ცვლილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები