არჩილ თალაკვაძე: რადიკალურ ოპოზიციას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ გამოუთხაროს ძირი დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს

რადიკალური ოპოზიცია ევრორეკომენდაციების საბოტაჟით არის დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ მხოლოდ ერთი რამ აინტერესებთ – როგორ გამოუთხარონ ძირი დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს.

„როგორც გვახსოვს ფაქტებით, მათ არ სურდათ – საქართველოს უვიზო რეჟიმი მიეღო, მერე გვახსოვს, ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიეღო საქართველოს და დღეს ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობენ, მათ ერთადერთი პრეზუმფცია აქვთ – რაც მათი გაკეთებული არ არის, ცუდია. მათ აინტერესებთ, ერთადერთი – როგორ გამოუთხარონ ძირი საქართველოში დემოკრატიას და საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, რითაც იმედი აქვთ ხელისუფლება დაზარალდება და შემდეგ ეცდებიან დაკავდნენ ქუჩის პოლიტიკით და არა საპარლამენტო და საქმიანი პოლიტიკით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები