გიორგი ამილახვარი განმარტავს, რა საკითხებს განიხილავენ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი განმარტავს, რა საკითხებს განიხილავენ ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე სასამართლო რეფორმის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების განხილვა შესაძლოა, სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე დასრულდეს.

„დღეს საკვანძო საკითხები იქნება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იუსტიციის საბჭოზე გადაწყვეტილებების მიღების წესი. ასევე, სხვა საკითხები დაკავშირებული – მოსამართლეთა დაწინაურებასთან, დისციპლინარულ პასუხისმგებლობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ თუ ფორმატმა გაგვიშვა, დღეს, მაქსიმუმ შემდეგ შეხვედრაზე უნდა ამოვწუროთ საკითხების ირგვლივ განხილვა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები